დიდუბის რაიონის გამგეობაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის და დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატებთან, გივი ჩხარტიშვილთან და შოთა ქევხიშვილთან ერთად კომპანიის ტექნიკურ დირექტორს გიგა ნადირაძესა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს 2026 წლისათვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მიმდინარე პროცესები და ის სამუშაოები, რომლებიც მომავალი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
შეხვედრაზე განიხილეს როგორც მიმდინარე გამოწვევები, ასევე ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაუმჯობესება მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე დიდუბის რაიონში არის აუცილებელი.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო პროცესი კოორდინირებულად გაგრძელდება, რეგულარული შეხვედრები კი, პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებას უზრუნველყოფს.
სამუშაო შეხვედრას გამგებლის მოადგილე და განყოფილებების უფროსებიც ესწრებოდნენ.
