Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს

მარშალ პრესი 20/11/2025
didgori2025

წელს უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ საველე კომპონენტების სიმრავლით გამოირჩევა. თავდაცვის ძალებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. 

„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა შავ ზღვაშიც. წვრთნაში ჩართული იყო თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფი. სიმულაციური სცენარის მიხედვით, თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში სინქრონიზებულად  აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს.   

„დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა: თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები, ვაზიანი, ორფოლო, ჩოხატაური, ბოლნისი, ალგეთი, ნორიო, გორი, კოპიტნარი, სენაკი, თიანეთი, ბათუმი, ფოთი და ქობულეთი.    

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი დაათვალიერა
Next: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სურვილი და მზაობა საქართველოს კერძო სექტორი 300 მლნ ევროთი დააფინანსონ არის აღიარება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყო ქართულ სახელმწიფოში მშვიდობა და მისი სტაბილური განვითარებისათვის ყველა პირობა შექმნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.