Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას იწყებს

მარშალ პრესი 20/11/2025
aleksandre dadarkhvelidze

პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბავშვებს იმ რთული მოვლენებისგან, რაშიც ისინი არიან ჩართული, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე საუბრისას.

მისი თქმით, მეორე მხრივ, საზოგადოებას ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.

„ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რომ ეს არ არის დასჯა, ეს არის ზრუნვა. არაერთი ქურდობის, ყაჩაღობის, ძარცვის და სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი დანაშაულების შემთხვევები გვქონდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს სამართლებრივად არ გააჩნდა ქმედითი ბერკეტები ასეთ დროს რეაგირების. შესწავლილია საერთაშორისო ევროპული გამოცდილება, გერმანული მოდელი, სადაც იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ვიზიტით. შეხვდნენ იქ არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელობას, გაიაზრეს და გაიარეს თითოეული ის პროგრამა, რაც ფუნქციონირებს. როგორც დაგვარწმუნეს გერმანელმა სპეციალისტებმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი მსგავსი ტიპის შემთხვევებისთვის.

პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბავშვებს იმ რთული მოვლენებისგან, რაშიც ისინი არიან ჩართული. მეორე მხრივ, საზოგადოებას ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და მათ მიმართ განხორციელდება სარეაბილიტაციო ღონისძიებები“, – აღნიშნა დარახველიძემ.

პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას იწყებს. კანონის მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. კანონპროექტი გერმანული კანონის ანალოგია.

Post navigation

Previous: EBRD-ის პოზიცია 300 მილიონით დააფინანსოს ქართული კერძო სექტორი, აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით მდგრადი, სანდო, პერსპექტიული და მიმზიდველი ქვეყანაა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.