Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

EBRD-ის რეგიონული დირექტორი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი: წელს საქართველოს კერძო სექტორში 300 მლნ ევროზე მეტის ინვესტირებას ვგეგმავთ

მარშალ პრესი 20/11/2025
ALKIS

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი აცხადებს, რომ საქართველოს კერძო სექტორისთვის 300 მლნ ევროთი დახმარებაა დაგეგმილი.

„ძალიან ვართ მოწოდებული, რომ კვლავაც დავუჭიროთ მხარი საქართველოს კერძო სექტორსა და ქვეყნის განვითარებას. მაგალითად, წელს საქართველოში სხვადასხვა სექტორში, ბანკებში, მცირე და საშუალო საწარმოში 300 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. ასე რომ საკმაოდ აქტიურები ვართ.

ამ ეტაპზე ყურადღებას არსებული პროექტების განვითარებისა და მონიტორინგის ვამახვილებთ. გვაქვს პრიორიტეტები და შესაბამისად ვაკვირდებით, სად და რას გავაკეთებთ. ასე რომ გავაგრძელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტების კვლევასა და განვითარებას”, – აცხადებს დრაკინოსი.

მან ასევე ისაუბრა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა დღევანდელ შავი ზღვის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რომელიც “შუა დერეფანს” ეძღვნება. „შუა დერეფანი” ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივაა და საქართველო მის შუაგულში მდებარეობს. მთელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის რომ შევაფასოთ თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუა დერეფანი რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპის და აზიის დასაკავშირებლად.

ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც შუა დერეფნის ნაწილს შეადგენენ, ცენტრალური აზიიდან კავკასიის ჩათვლით. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს ინვესტიციები სარკინიგზო და საგზაო პროექტებში”, – განაცხადა მან.

Post navigation

Previous: ჩვენი მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ინტერესი იყოს სრულფასოვანი განათლების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და არა მიდრეკილება კრიმინალისკენ
Next: EBRD-ის პოზიცია 300 მილიონით დააფინანსოს ქართული კერძო სექტორი, აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით მდგრადი, სანდო, პერსპექტიული და მიმზიდველი ქვეყანაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.