Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი

მარშალ პრესი 20/11/2025
irakli kobakhidze

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთო სურათი არსებითად იგივე დარჩება, რადგან ძირითადი ორგანოები, რომლებიც დღემდეც იყვნენ დაკავებული იმ საქმიანობით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მთავრობა თავისი ადმინისტრაციით, თავისი კონკრეტული დეპარტამენტით, ეს არის სუსი ანტიკორუფციული სააგენტოთი, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ეს არის საქართველოს პროკურატურა.

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ გაძლიერებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ თავი მოვუყარეთ სწორედ ამ ორგანოებს. როდესაც ვიკრიბებოდით ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას, იკრიბებოდა მთავრობის წარმომადგენლობა თავისი სამინისტროებით, პროკურატურა სუსი და აუდიტის სამსახური. ამ კონსტიტუციური ორგანოების ხელშია საბოლოო ჯამში ის ფუნქცია, რასაც ჰქვია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, არსებითად სისტემა რჩება იგივე, უბრალოდ ეს სისტემა აქაც შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციურ ჩარჩოსთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესი გქონდეს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 11 მილიარდი დააკარგვინო ქვეყნის ეკონომიკას, წელიწადში 700 მილიონი ლარი ქვეყნის ბიუჯეტს, 24 ათასი ადამიანი დარჩეს პოტენციური სამუშაო ადგილის გარეშე და მაინც აკეთებ ამას, ეს მარტო პოლიტიკური ინტერესით ვერ აიხსნება, ეს არის დავალება და დაკვეთა
Next: ჩვენი მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ინტერესი იყოს სრულფასოვანი განათლების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და არა მიდრეკილება კრიმინალისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.