Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც შენ გაქვს შენი ხელით შექმნილი არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური წარმონაქმნი, რომელსაც ეწოდება სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული სწორედ ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისკენ, როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს

მარშალ პრესი 20/11/2025
irakli kobakhidze

ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს ერქვას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს.

„როდესაც შენ გაქვს შენი ხელით შექმნილი არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური წარმონაქმნი, რომელსაც ეწოდება სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს. ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული სწორედ ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისკენ. რაც მათ გააკეთეს, რეალურად, ეს იყო საფუძვლების მომზადება ოკუპაციის შემდგომი გამართლებისთვის, რასაც ცდილობს დღემდე რუსეთის ფედერაცია, მაგრამ სწორედ ჩვენი ძალისხმევის გამო ამას წარმატებით ვერ ახერხებს. ყველანაირი საფუძველი მოუმზადეს მათ ამისათვის, ყველანაირი პირობა შექმნეს. აქედან გამომდინარე, როდესაც საქმე ეხება დეოკუპაციის მიზანს, ბუნებრივია, ჩვენს მიერ ახლა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება სწორედ ამ მიზნისკენ უკეთესი პერსპექტივებით სვლას. რა თქმა უნდა, ძალაში არ შეიძლება დარჩეს არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური წარმონაქმნი, რომელიც მოაზრებული იყო, როგორც ალტერნატიული სეპარატისტული ერთეული, შექმნილი საქართველოს ტერიტორიაზე, რაც იყო ჩვეულებრივი, გააზრებული ღალატი, ჩადენილი მაშინდელი ხელისუფლების მიერ.

ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს ერქვას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს დღემდე. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ
Next: სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.