Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

მარშალ პრესი 20/11/2025
irakli kobakhidze
 ასეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის შემთხვევაში – პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად  “იმედი ლაივის” ეთერში აღნიშნა.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობას NGO-ების მეშვეობით.
“ჩვენ ვიცით, რას ხმარებოდა ეს ფული, წინა ადმინისტრაციის პირობებში -ამერიკული ფული და წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის პირობებში ეს ფული რას ხმარდება. ეს იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, სწორედ, ამ NGO-ების მეშვეობით, ვისაც უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ტერმინი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. არ არსებობს სამოქალაქო და არასამოქალაქო საზოგადოება. ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც შენ აბსურდული ტერმინით ცდილობ, ფონს გახვიდე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ შენ გაქვს მანკიერი განზრახვა სხვადასხვა მიმართულებით. პირდაპირი აღიარებაა ეს ყველაფერი, რომ მათ უნდათ, კიდევ ერთხელ სცადონ აქ არეულობის მოწყობა, ამისათვის უნდათ შავი ფული შემოიტანონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას, როგორც ამას ვაკეთებდით წარმატებით წარსულში, ასევე გავაკეთებთ წარმატებით მომავალშიც,“- განაცხადა პრემიერმ

Post navigation

Previous: რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია
Next: 19-20 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 13 მონაწილე დააკავეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.