Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი

მარშალ პრესი 19/11/2025
ia metreveli

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! “ბატონ ოქრუაშვილს” ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს, – ასე ეხმიანება 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს.

მეტრეველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებს სწორედ ზურაბ ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას, ამიტომ, იმედოვნებს, რომ მას შემდგომი ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ “ყველა უბედურების რეჟისორს”, გურამ დონაძესაც დაეკისრება პასუხისმგებლობა.

“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! “ბატონ ოქრუაშვილს” ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს.
ასევე, ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების “რეჟისორიც” იქნება მიხედული, კიდევ გაბედა და “აკაცუკების” აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ.
მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი,” – წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
გამართლდა ზურაბ ადეიშვილი, რასაც ბრალდების მხარე შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

Post navigation

Previous: არ გეგონოთ, რომ ის ბიჭები არ უყურებენ თქვენს ქცევას, ვითომ “ძმაკაცებო” და ვითომ “გულშემატკივრებო – ქეთი თოლორაია
Next: სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი. ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.