Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სარფის საბაჟოზე 150 გრამამდე კოკაინი აღმოაჩინეს, დაკავებულ პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მარშალ პრესი 19/11/2025
5050

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება – „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, 150 გრამამდე „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

„სამართალდამრღვევ მოქალაქეს ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ყავის შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას
Next: გარე ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა უკვე ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროებაა, “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეს ბუნებრივად მოხდება, ახლა კი ხდება ამ პროცესის ცოტა დაჩქარება, მით უმეტეს, რომ აგენტურამ თვითლუსტრაცია გამოაცხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.