2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას გამართავს

232
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას დღეს გამართავს.

სხდომაზე იგეგმება კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, ასევე მოხდება საგამოძიებო კომისიის დებულების შემუშავება. ამ დროისთვის, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გივი მიქანაძის კანდიდატურა განიხილება.

ამასთან, კომისია უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზეც იმსჯელებს, რადგან კომისია 17 თებერვალს შეიქმნა და მას საქმიანობის ვადა 17 მაისს ეწურება.

„კომისიის მიზანი არის, შეისწავლოს ყველ შესაძლო დარღვევა და ხარვეზი, რომელსაც შეიძლება, გავლენა ჰქონოდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე. რეგლამენტით სამთვიანი ვადა აქვს დადგენილი ამ კომისიას. დასავლელი პარტნიორების რჩევა იყო, რომ ამ კომისიის საქმიანობა არ დაგვეწყო, ვიდრე მოლაპარაკებები დასრულდებოდა ოპოზიციასთან, ამიტომ, ჩვენ არ დაგვიწყია ამ კომისიის საქმიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი უკვე წარმოდგენილი არის საქართველოს პარლამენტში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომისიამ განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. დღეს იმართება ამ კომისიის პირველი შეხვედრა. ეს არის საორგანიზაციო ხასიათის, რომელზეც მოხდება კომისიის დებულების დამტკიცება და მოხდება თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის არჩევა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, აქტიურად ჩაერთვება კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. კომისია 17 თებერვალს 78 დეპუტატის მიერ შეიქმნა, რომლის წევრები ამ დროისთვის არიან მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება