Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა ღირს ევროპული სოლიდარობა? ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა იყო სტრატეგიული არჩევანი, რაც მათ კომუნალურ გადასახადების ქვითრებზე იკითხება

მარშალ პრესი 18/11/2025
DAVID KARTVELISHVILI

„გვიახლოვდება და სულაც, დაგვეწყო კიდეც გათბობის სეზონი – შეშა, გაზი, დენი. საკუთარი სახლების გადასახედიდან, იმ ქვეყნის პოზიციებიდან, სადაც უმადური მოსახლეობის კოეფიციენტი, ვინც არ აფასებს მშვიდობას და სტაბილურობას, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში – გავიხედოთ ჩვენი მისწრაფებების სანუკვარ გეოგრაფიაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ევროპული საზოგადოების უმრავლესობა ჯერ კიდევ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა აშკარად იზრდება ამ ყველაფრით გადაღლილობა და მიმდინარე ზამთარი, დიდი ალბათობით, გახდება დაძაბულობის დამაგროვებელი მომდევნო ეტაპი.

„ევროკავშირი 2025-26 წლის ზამთარში ენერგეტიკული კატასტროფის გარეშე შედის – გაზის საცავები შევსებულია, მიწოდებები დივერსიფიცირებულია, სისტემები – გამძლე. ამიტომ ნუ დაუჯერებთ ევროსკეპტიკოსებს – თითქოს ევროპაში ენერგოარმაგედონია.

თუმცა მშვიდი ფასადის მიღმა იმალება გაცილებით ღრმა პროცესი: სოციალურ-ეკონომიკური გადაღლილობა, რომელსაც ზამთარი მხოლოდ მეტად გამოაჩენს. უკრაინის თემა კი, რომელიც უკვე გახდა ევროპული პოლიტიკური „დენთი”, ამ ბზარებს კიდევ უფრო აძლიერებს. მართალია, ევროპა არანაირად არ გაიყინება, ზამთარი იქნება თბილი, თუმცა – ძვირი. ენერგიის ფიზიკური დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ საფასო სტრუქტურა მკვეთრად გაიზარდა. ელექტროენერგია და გათბობა კვლავ უფრო ძვირია, ვიდრე ეს 2022 წლამდე იყო, ხოლო ტარიფების კომპენსაციის მექანიზმები სახელმწიფო ბიუჯეტებს ტვირთად აწვება და გადამხდელებს აღიზიანებს.

გარდა იმისა, რომ ევროპელს ზამთარში სითბო ექნება, მას, ასევე, ექნება გაძვირებული გადასახადებიც, რომლებიც უკვე „ახალ ნორმად“ იქცა. სწორედ ეს ნორმალიზებული სირთულე წარმოშობს სოციალურ დაძაბულობას: ხალხი ვერ ხედავს, როდის დაუბრუნდება ცხოვრება ხელმისაწვდომ ჩარჩოებს.
სოციალური დაძაბულობა ევროპაში უკვე გადავიდა ფაზაში: „სადაც ვიწროა – იქ გაწყდეს”. ბოლო ორი წლის პროტესტები შემთხვევითი ეპიზოდები არ იყო და ისინი უფრო ღრმა კრიზისის ნაწილია:

გერმანია – სტაგნაციამ, ძვირმა ენერგიამ და ინდუსტრიის სუბსიდირებამ შექმნა უსამართლობის განცდა. ზამთარი აქ გაძლიერებულ პროტესტებს მოიტანს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მხარეში და გააძლიერებს მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს: „ჩვენ ვიხდით სხვების ომისა და სანქციების ფასს“;

საფრანგეთი – სოციალური ხარჯების შემცირება და ვაი-ვაგლახით დამტკიცებული „გაძნელებული ბიუჯეტი“ თითქმის გარანტირებულად გამოიწვევს გაფიცვებს ტრანსპორტსა და საჯარო სექტორში. ფრანგული ქუჩა კვლავ ყველაზე მგრძნობიარე პოლიტიკური ბარომეტრია;

სამხრეთ ევროპა – ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და საბერძნეთი ერთდროულად იტვირთავენ სულ ცოტა სამ კრიზისს: დაბალი ხელფასები, ძვირი იჯარა და შრომითი რეფორმები. ზამთარმა აქ შეიძლება მოიტანოს ადგილობრივი პროტესტების ჯაჭვი, განსაკუთრებით, ცხოვრების მაღალი ღირებულების წინააღმდეგ;

ცენტრალური ევროპა – პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ომის ჩრდილში ცხოვრობენ. მასშტაბური მშვიდობის მარშები ყველაზე რეალურია სწორედ აქ. დამატებითი აქტიურობა მოჰყვება უკრაინელი მიგრანტების სოციალური პაკეტების დებატებს, რომლებიც ზამთრის ფასების ზრდით კიდევ უფრო მძაფრდება.
რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ „ძაღლის თავის დამარხვა” აქ სწორედ უკრაინულ ფაქტორშია: ზამთარი კვლავ აჩენს მთავარ კითხვას – რა ღირს ევროპული სოლიდარობა? რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა იყო სტრატეგიული არჩევანი და კომუნალურ გადასახადების ქვითრებზე ადვილად იკითხება: „ვიხდი არა მხოლოდ გაზის, არამედ გეოპოლიტიკის ტარიფსაც“.

ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირი ზრდის ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის და განიხილავს რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას, რისი შანსიც მინიმალურია. საზოგადოების უმრავლესობა ჯერ კიდევ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა აშკარად იზრდება ამ ყველაფრით გადაღლილობა. მიმდინარე ზამთარი, დიდი ალბათობით, არ იქნება ერთბაშად “თლა” კრიზისული, მაგრამ გახდება დაძაბულობის დამაგროვებელი მომდევნო ეტაპი. ასე რომ, მოსალოდნელია პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერება – „სტრატეგიული ევროპული კურსის“ მხარდამჭრებსა და „შიდა პრიორიტეტების“ მომხრეებს შორის;

ასევე, ველოდებით პროტესტების ზრდას იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური პრობლემა უკვე ქრონიკული გახდა;
რადიკალური პარტიების გაძლიერებას, რომლებიც ჰპირდებიან „მშვიდობას“, „სტაბილურობას“ და „გარედან მოხვეული ავანტიურების დასრულებას“.
გაზაფხულზე ევროპა შესაძლოა კიდევ უფრო სოციალური ნერვიულობითა და პოლიტიკური ფრაგმენტაციით შეხვდეს რეალობას, ვიდრე – ზამთრის დასაწყისში.
უკრაინული თემა კი კვლავ დარჩება ცენტრალურ ღერძად, რომლის გარშემოც ტრიალებს ენერგეტიკული გადასახადები, ბიუჯეტები და პოლიტიკური რისკები.

P.S.: მე კი დღეს შეშა უნდა მომიტანონ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ დავინახავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემის დაბრუნებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტორების მიერ, რაც დემოკრატიის ძირითადი საფუძველია – ნიკოლოზ სამხარაძე
Next: დაიშლება თუ არა კოალიცია? გერმანია უმცირესობის მთავრობაზე გადასვლას განიხილავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.