Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

მარშალ პრესი 17/11/2025
irakli kobakhidze
ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ გზავნილებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში – ეს არ გამოვა.
“მიუხედავად იმისა, რომ არაერთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიუღიათ წარსულში, არ მგონია, რომ ასეთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღონ, ვნახოთ. მუდმივად ცდილობენ, დააშანტაჟონ საქართველოს მოსახლეობა. ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, უფრო სწორად ის არაფორმალური მმართველები, რომლებიც დგანან მათ უკან, ქართველ ხალხს იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”. ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის ეს მიდგომა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ამიტომ მე მგონია, რომ უფრო მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ჩინოვნიკები,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: „იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე
Next: პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.