Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი

მარშალ პრესი 17/11/2025
irakli kobakhidze

იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გერმანიის ელჩთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანიის ელჩი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს.

 

„აქაც შეიძლება დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა, კონკრეტული პროცედურის გამოყენება. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება, ჩვენც გვქონდეს კონსულტაციები. უბრალოდ, იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა. ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს. აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ, არის ძალიან მსუბუქი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ
Next: სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.