Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი

მარშალ პრესი 17/11/2025
irakli kobakhidze
როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.
„ამიტომ, არავითარი ეფექტი აღარ აქვს უსამართლო განცხადებებს. რა თქმა უნდა, თუნდაც მომავალში, მათი მხრიდანაც რომ იყოს სამართლიანი განცხადებები რაიმე თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება. ამის გამოა, რომ მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, რასაც ეს ჩინოვნიკები უცხადებენ აქციებს, რადიკალურ ოპოზიციას, არჩევნებში ისინი  იღებენ 20%-ზე ნაკლებს, ქუჩაში გამოდის 150 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, მთლიანობაში, 35 წლის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით
Next: 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.