Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 17/11/2025
4004

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.

„განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ევროკავშირში მართვადი ქაოსის შექმნა არაგონივრული იდეოლოგიური პროექტებისა და ავტორიტარიზმის წახალისებით, “დიპ სტეიტის” ინტერესებშია – დაზაფრონ ხალხი, ავიშვიშონ არადემოკრატიულობაზე, ეს მათივე კვლევებით დააფიქსირონ და მოამზადონ ე.წ. “მხსნელი” კორპორაციული მმართველობისთვის
Next: აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.