Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

მარშალ პრესი 17/11/2025
giorgi chakvetadze

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით. ის, რაც უკვე შეჩერებული იყო, ჩვენი მხრიდან ფიზიკურად ვერ შეჩერდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის წერილით დასტურდება, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე რადიკალური აქციები სრულად დეზინფორმაციას ეფუძნებოდა. ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ მან 11 ნოემბერს ევროკავშირის ელჩს საჯარო შეკითხვით მიმართა, თუ რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში, რაზეც, მეექვსე დღეა, პასუხი არ მიუღია.

“11 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე საჯარო შეკითხვით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში და ქუჩაში რატომ გამოიყვანეს. 5 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისათვის გაგზავნილი პაველ ჰერჩინსკის წერილით დასტურდება ის, რასაც ჩვენ უკვე ერთი წელია ვამბობთ. საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით. ის, რაც უკვე შეჩერებული იყო, ჩვენი მხრიდან ფიზიკურად ვერ შეჩერდებოდა. შესაბამისად, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე რადიკალური აქციები სრულად დეზინფორმაციას ეფუძნებოდა. სამწუხაროა, რომ მეექვსე დღეა ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: მაღალი ხელფასი გინდათ, სურსათი და მედიკამენტი დაბალი ფასებით, ამას ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება რომ სჭირდება ვერ უნდა მიხვდეთ? მაგრამ დაბალ ხელფასაც აიტანთ, ოღონდ ბიძინა მოშორდეს -არა და არასდროს, ინვესტიციაც შემოვა, მშვიდობაც იქნება და ქვეყანაც განვითარდება
Next: ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება – “დიპ სტეიტის” სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.