Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პენტენტიური სამსახური ტვ “პირველი”-ს და “ფორმულის” გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მარშალ პრესი 16/11/2025
penitenciuri samsaxuri

პენტენტიური სამსახური ტვ “პირველი”-ს და “ფორმულის” გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

“პოლიტიკურად მიკერძოებული მედიასაშუალებების – „TV პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ:
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.

რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე. პენიტენციურ სისტემაში, 2019 წელს გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი მენიუები (არასრულწლოვნების, ორსული და მეძუძური ქალების, დაავადებების მიხედვით სტაციონარში მყოფი და ნაოპერაციები პირების და ა.შ.). მათვე განსაზღვრეს კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). შესაბამისად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენიცური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება.”- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Post navigation

Previous: შენ ამას ვერ გაიგებ, რადგან ხარ ნაცი, ნაცობა კი სულიერი სიმახინჯის უკიდურესი გამოვლინებაა – დავით ჩიხელიძე მერაბ მეტრეველს
Next: ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.