Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წუხილი შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია და ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, „არაბიზაციის“ მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო

მარშალ პრესი 16/11/2025
irakli kobakhidze1

საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16,000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, მთლიანად სიცრუეზეა აგებული ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ამ უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს.

„ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მასშტაბის სტიმულირება სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისი დამოუკიდებლობის შერყევა. სწორედ ამას უკავშირდება ის სიცრუეზე აგებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ამ უპრეცედენტო და უნაკლო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს. მათი კამპანიის თითოეული პუნქტი ყალბია და მთლიანად სიცრუეზეა აგებული. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს „არაბიზაცია“. ამ თეზისს სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები, სამწუხაროდ, დამაჯერებლად აღიქვა. წუხილი შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია და ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, „არაბიზაციის“ მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16 000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60 პროცენტიც რომ იყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9 600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60 ათასზე მეტი ბინა შეიძინეს, ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის.

აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოელ მყიდველებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. „იგლ ჰილსის“ ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ბინების 60 პროცენტის გაყიდვას საერთაშორისო მყიდველებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ „იგლ ჰილსის“ საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართველ მყიდველსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, ქართველი მყიდველების რაოდენობა 50 პროცენტს ბევრად გადააჭარბებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ – 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა სულ მცირე 500 მილიონი ლარი
Next: ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.