Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან

მარშალ პრესი 15/11/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევრობიუროკრატების პოზიციებს და პეტერ ფიშერის განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.

“ვფიქრობ, მეტი დაფიქრებით, გონიერებით და თავშეკავებულობით უნდა მივუდგეთ ამ ამბავს, რადგან ეს არის პირდაპირი პროვოკაცია”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევის მცდელობა პირველი არ არის, თუმცა ეს კიდევ დამატებითი ლუსტრაციაა.

“ევროლიბერალებმა გახარია წაიყვანეს, ფიშერი კი ახალი ინსტრუქციებით გამოგზავნეს. როგორც ჩანს, ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან. ჩვენ ვნახეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციას აღვივებდა, დღეს ვუყურებთ გერმანიის ელჩს საქართველოში, რომელიც ცდილობს წაახალისოს დესტრუქცია. წარსულშიც ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა, რომელიც აქციაზე პირდაპირ მაიდანის მოწყობას უწყობდა ხელს. ეს არ არის ახალი, მაგრამ კიდევ დამატებითი ლუსტრაციაა. ვფიქრობ, მეტი დაფიქრებით, გონიერებით და თავშეკავებულობით უნდა მივუდგეთ ამ ამბავს, რადგან ეს არის პირდაპირი პროვოკაცია,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა
Next: არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.