Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

მარშალ პრესი 15/11/2025
davit chikhelidze

მიუხედავად გაწვევისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული დაპირებისა, რომ გერმანიის ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონმა ფიშერმა კვლავ ძველ პრაქტიკას მიმართა.

მისი ქმედებები, არათუ არ ჯდება დიპლომატიის სტანდარტებში, არამედ აშკარად ქმნის დესტრუქციულ ფონს, აზიანებს ორ ქვეყანას შორის მომავალ კომუნიკაციას და საქართველოს სუვერენიტეტთან შეუსაბამო ჩარევებად აღიქმება, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ელჩი ფიშერი რუსთაველზე გამოჩნდა, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რითაც რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა. ექსპერტი ვარაუდობს, რომ პეტერ ფიშერი პროვოკაციას მიზანმიმართულად ახორციელებს და საქართველოში “დიფ სთეითის” ინტერესებს ატარებს. “ჰერ ფიშერ, გერმანიაში გაწვევამ ვერაფერი გასწავლათ?

ისევ ის ბითური დაბრუნდით, რაც წასვლამდე იყავით! მიუხედავად გაწვევისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული დაპირებისა, რომ გერმანიის ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონმა ფიშერმა კვლავ ძველ პრაქტიკას მიმართა. მისი ქმედებები, არათუ არ ჯდება დიპლომატიის სტანდარტებში, არამედ აშკარად ქმნის დესტრუქციულ ფონს, აზიანებს ორ ქვეყანას შორის მომავალ კომუნიკაციას და საქართველოს სუვერენიტეტთან შეუსაბამო ჩარევებად აღიქმება. გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მან რადიკალების მიმართ, საკუთარი სიმპათია საჯაროდ გამოხატა.

ეს ნაბიჯი განსაკუთრებით არამეგობრულად აღიქმება, იმ ფონზე, როცა ელჩს დღემდე არ გაუკეთებია მკაფიო შეფასება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით თემაზე, რომელიც საქართველოში ბევრი მოქალაქისთვის ძალზე სენსიტიური და მნიშვნელოვნად აღიქმება. გერმანიის ელჩის, ფიშერის ქმედებები აჩენს განცდას, რომ ელჩი მიზანმიმართულ პროვოკაციას ახორციელებს და ქვეყანაში დიფ სთეითის ინტერესებს ატარებს, რაც მის მიერ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გაძლიერებაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში გამოიხატება. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მკაფიოდ და ღირსეულად გამოიყურება. ჩვენი სახელმწიფო იქცევა ისე, როგორც საქართველოს ისტორია და თვითშეგნება მოითხოვს მშვიდად, ზომიერად, პროპორციულად და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებულად. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ელჩის მხრიდან არაერთი პროვოკაციული ნაბიჯი იქნა გადადგმული, საქართველო არ იქცევა ემოციურად და არ კარგავს საკუთარ სიმაღლეს. საქართველოს საკუთარი ღირსების დაცვას არა აგრესიით, არამედ სიმტკიცითა და პასუხისმგებლობით ცდილობ, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში გონივრულ და სწორ მიდგომად აღიქმება.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ
Next: 1 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ძიძა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.