Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა

მარშალ პრესი 14/11/2025
1045

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და იმ ფაქტს, რომ სომხეთი საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე და სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
Next: როდესაც გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული ელჩი ბედავს და პირდაპირ ახალისებს რადიკალიზმს, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ის პიროვნულად არ ეთანხმება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.