Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: თუ ბრიუსელი ამ მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის, ეს ბრიუსელის კისერზე იქნება

მარშალ პრესი 14/11/2025
maka bochorishvili

თუ ბრიუსელი ამ მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის, იმისთვის, რომ მან გააკეთა ის არჩევანი, რაც გააკეთა, ეს ბრიუსელის კისერზე იქნება, რამდენად შეძლებს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებას. იმედი მაქვს ეს მიმართულება ბრიუსელში ვერ გაიმარჯვებს , – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობაში ევროინტეგრაცია წლებია პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება.

„ასე იყო კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, ასე ვნახეთ გაგრძელება. რამდენად აზრიანია ამ იარაღის გამოყენება? არჩევნები მორჩა, ყველაფერი ეს ხომ გამიზნულია იმისთვის, რომ არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ გავლენა მომხდარიყო. ერთი არჩევნები დასრულდა, მეორე არჩევნები დასრულდა, უახლოეს პერიოდში მეტი არჩევნები აღარ იგეგმება, ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ იარაღის გასროლა საზოგადოებრივი განწყობების შესაცვლელად ან რევოლუციის მოსაწყობად?!“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე წინ არიან.

„ესეც ტყუილია და ესეც არ დაიმალება. წარმოუდგენელია დაიჯერო, როგორ შეიძლება?! როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე საქართველო ბევრად უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავია, ვერ დავიჯერებთ ამას. საქართველო ნამდვილად არ არის არავისზე უკან. ამ ანგარიშით უნდათ გაამართლონ ის სურათი, რომლის შექმნასაც დიდი ხანია ცდილობენ. შეუძლებელია დაგვავიწყდეს, 2022 წელს როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ პარტნიორებს შორის. მაშინ ძალიან აქტიურად დაიწყო კამპანია, რომ საქართველო იყო მაჩანჩალა, ქართველი პოლიტიკოსები იყენებდნენ ასეთ სიტყვებს პარლამენტში. იგივე ხდება ახლაც“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Post navigation

Previous: თვითონ გაამხილეს ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან – ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს, სხვათა შორის
Next: საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის. რაც ქვეყანაში ხდება, განპირობებულია გარე ფაქტორებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.