Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია

მარშალ პრესი 27/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 8 წლის შესრულებაზე საუბრით დაიწყო.

„8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ეს მართლაც ისტორიული თარიღია, როცა ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა და რეალური, ქმედით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 8 წლის წინ, მე მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით, ამ შეთანხმებაზე ხელი მომეწერა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არაერთი ხელშესახები შედეგი დადგა – ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება.

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ხვალ იწყება ნატოს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება; ველოდებით რომ იქნება აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა
Next: ზურაბ ქადაგიძე ტვ-მთავარს: ფეიკებიც აღარ გამოგდით. სინამდვილეში სანქცირებული ტვირთი გადიოდა ტრანზიტზე და საქართველომ არ გაატარა, მავნებლები კი ჩასაფრებულები იყვნენ რომ აეტეხათ ვაი-უშველებელი, თუმცა იმედები გაუცრუვდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.