ღაზას სექტორის ცნობით, ისრაელის ავიაციაიერიშების შედეგად მსხვერპლის რიცხვი 69-მდე გაიზარდა

337
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ისრაელის სამხედრო ავიაციის იერიშების შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 69-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 17 ბავშვი და რვა ქალია. ავიაიერიშების შედეგად 400-მდე ადამიანია დაშავებული.

მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა ისრაელშიც. ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ სდეროთში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა, რასაც ხუთი წლის ბავშვი ემსხვერპლა, სულ მცირე 20 ადამიანი კი დაშავდა.

რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები მას შემდეგ განაახლა, რაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში მესამე შენობა გაანადგურა. აღნიშნულ შენობაში „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურები იყო განთავსებული. ბოლო ერთ დღეში ისრაელის მიმართულებით არაბული ანკლავიდან 180 რაკეტა ისროლეს, გასული კვირის შემდეგ კი 1 300.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება