Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს, ჯერ არავის უნახავს ევროკავშირიდან მიღებული თანხის ხარჯვის ზუსტი აღრიცხვა და ამასობაში, რა სურს ბრიუსელს? კიდევ უფრო მეტი ფულის გაგზავნა პრეზიდენტ ზელენსკისთან

მარშალ პრესი 13/11/2025
piter siiarto

“ბრიუსელი წლების განმავლობაში აფინანსებდა უკრაინის სახელმწიფოს ევროპელი ხალხის ფულით. ამასობაში, უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს”, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.

სიიარტო უკრაინაში არსებულ კორუფციულ სკანდალს და ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირის სახლში ოქროს უნიტაზის აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბრიუსელს, ამ ფონზე კიდევ უფრო მეტი ფულის გაგზავნა სურს პრეზიდენტ ზელენსკისთვის, თუმცა, უნგრელი ხალხის ფული უკრაინაში არ წავა.

“ბრიუსელი წლების განმავლობაში აფინანსებდა უკრაინის სახელმწიფოს ევროპელი ხალხის ფულით. ამასობაში, უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს, გასაკვირი არ არის, რომ ჯერ არავის უნახავს ევროკავშირიდან მიღებული თანხის ხარჯვის ზუსტი აღრიცხვა… და ამასობაში, რა სურს ბრიუსელს? კიდევ უფრო მეტი ფულის გაგზავნა უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომლის ახლო გარემოცვაშიც ცოტა ხნის წინ დიდი კორუფციული ქსელი გამოვლინდა… დროა, შევაჩეროთ ეს სიგიჟე, უნდა შევწყვიტოთ ევროპელი ხალხის ფულის გაგზავნა უკრაინაში! სანამ ჩვენ ვართ მთავრობაში, უნგრელ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს: უნგრელი ხალხის ფული უკრაინაში არ წავა! ბრიუსელში დაფუძნებული, უკრაინასთან მოკავშირე მთავრობის შემთხვევაში, სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნებოდა…” – წერს პიტერ სიიარტო.

Post navigation

Previous: გიორგი გახარიამ ძალიან ბევრი ტყუილი თქვა, როდესაც ორჯერ გამოვკითხეთ – თეა წულუკიანი
Next: თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ პრეზენტაცია წარადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.