Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი

მარშალ პრესი 12/11/2025
shalva papuashvili

პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.

მისი თქმით, პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელი არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს.

„მთავარი პრობლემა სინამდვილეში, რაც არის ჩვენ ურთიერთობებში ბრიუსელთან, არის ის, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე. ჩვენი ღირებულება არის ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ოთხივე ღირებულებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. კერძოდ, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, საკუთარი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელებისა. არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებული უნდა იყოს ევროპული ღირებულებები. ამიტომ დღეს, პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი – არა ქართველმა ხალხმა განსაზღვროს ის, თუ რა კანონი მიიღოს, რა მმართველობა ჰქონდეს, არამედ დაგვიდგინოს ბრიუსელმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა ის თხოვნა, რომ რა ობიექტური რეალობაც არსებობს, ის იყოს აღწერილი
Next: გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.