Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში

მარშალ პრესი 12/11/2025
paata kvizhinadze2

ამ ბიუჯეტში, რომელიც უკვე გავიარეთ, არის 3 მილიარდი ლარით გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2 მილიარდ-ნახევრით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ზრდა არის ყველა მიმართულებით, არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

კვიჟინაძის განცხადებით, საქართველოს ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

“ამის გარდა, ეს არის ხელფასების 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში, პენსიების, შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მე შემიძლია ოქტომბერში სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაგახსენოთ, სადაც [საქართველო] ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილზეა როგორც კანდიდატ ქვეყნებში, ისე ევროპის წევრ ქვეყნებში, მთავრობის ვალის სიმცირით მე-6 ადგილზეა ევროპის ქვეყნებში და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის. დავამატებ კიდევ ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც მნიშვნელოვანია, აქაც საქართველო მე-8 ადგილზეა ევროკავშირის უკვე წევრ ქვეყნებსა და მე-2 ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

Post navigation

Previous: საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს
Next: PACE-ს დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა ის თხოვნა, რომ რა ობიექტური რეალობაც არსებობს, ის იყოს აღწერილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.