Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა

მარშალ პრესი 27/06/2022

სამი ძირითადი მიღწევის გარდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით.

„რამდენიმე ძირითადი შედეგი მინდა გამოვყო; ამ სამი ძირითადი მიღწევის გარდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული. DCFTA-ს ნაწილში უკვე 50%-ზე მეტი შესრულებული გვაქვს. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის ეს არის „ერასმუსი+“ „ჰორიზონტი 2020“, „შემოქმედებითი ევროპა“, Frontex, ევროჯასტი, ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში შეძლო, მოახერხა და მიიღო. ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, საქართველო იკავებს მეექვსე ადგილს, პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას დროებით წყვეტს
Next: პრემიერი: იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025