Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ევროკომისიას არაფერი აქვს ხელჩასაჭიდი, საქართველოს არჩეული ხელისუფლება რომ არ აღიაროს

მარშალ პრესი 11/11/2025
zaal anjaparidze

რა დაადასტურა სინამდვილეში ევროკომისიის პრესსპიკერმა? მან დაადასტურა ის, რომ ევროკომისიას არ აქვს არაფერი ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ აღიაროს. ის აღიარებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ უბრალოდ საკუთარი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ზღუდავს მასთან კონტაქტებს. არაფერია, გადავიტანთ! – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, ხოლო ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა.

ანჯაფარიძის განცხადებით, სახეზე გვაქვს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების “საქმიანი აღიარება”, კონტაქტების დემონსტრაციული შეზღუდვით კი, ევროპული სტრუქტურები ცდილობენ, პოლიტიკურად განწირულ აქაურ ოპოზიციას ოდნავ მაინც შეაშველონ ხელი. “რა დაადასტურა სინამდვილეში ევროკომისიის პრესსპიკერმა? მან დაადასტურა ის, რომ ევროკომისიას არ აქვს არაფერი ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ აღიაროს. ის აღიარებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ უბრალოდ საკუთარი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ზღუდავს მასთან კონტაქტებს. არაფერია, გადავიტანთ! ეს არის ზუსტად ის რაზედაც გუშინ დავწერე – სახეზე გვაქვს დასავლეთის მხრიდან ჩვენი ხელისუფლების “საქმიანი აღიარება.” ანუ, გაღიარებთ, მაგრამ არ გეკონტაქტებით. ამით საკუთარ ფეხში ხომ არ ისვრის ევროპა? იმედია ყველა ხვდება, რომ ხელისუფლებასთან კონტაქტების დემონსტრაციული შეზღუდვით ევროსტრუქტურები ცდილობენ ოდნავ მაინც შეაშველონ ხელი პოლიტიკურად განწირულ აქაურ ოპოზიციას. ამას ხედავენ საქართველოს მოქალაქეები და მათი პასუხი ჩემი აზრით არის დაახლოებით ასეთი – შეგვეშვით და ჩვენს ხალხს მოექეცით ევროპულად.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.