Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე

მარშალ პრესი 09/11/2025
55058

უკვე მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.
უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე ქართულმა პროდუქციამ, რომლითაც შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე “აწარმოე საქართველოში” 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარმოდგენილი.

ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტისგამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა. გამოფენაზე საქართველოს პოტენციალს ათი ათასობით ვიზიტორი ეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

5 დღის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები: იოსებ ჯაბანაშვილი, დავით ნარიმანაშვილი, ვახო გობეჯიშვილი, ვაკო ვაშაკაშვილი და გურამ ბაღდოშვილი გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორებს საშუალება აქვთ ხაჭაპური, გებჟალია, შქმერული, ჩაქაფული და ქართული ღვინო დააგემოვნონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ.
China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

Post navigation

Previous: ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში
Next: მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.