Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

მარშალ პრესი 08/11/2025
irakli kobakhidze

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Tal-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ჩინეთის მხრიდან და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის.

 „ჩვენ ვცდილობთ, დამთვალიერებელს ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, საქართველო ცნობილია სხვადასხვა სახის პროდუქციით და მათ შორის ღვინო ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში და გვიხარია, რომ ღვინის ექსპორტი ჩინეთშიც იზრდება. საქართველო ღვინის აკვანია. პირველად, ღვინო საქართველოში 8000 წლის წინ დაამზადეს. ასე რომ, დამთვალიერებელს საქართველოს ამ სიამაყეს წარმოვუდგენთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ულამაზესი ლანდშაფტებითა და ბუნებით. გვიხარია, რომ ჩინელი ტურისტების რიცხვი საქართველოში იზრდება.

ვფიქრობ, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის. ვფიქრობთ, მეტი პირდაპირი ფრენა უკეთესად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორის ურთიერთობებს. ასე რომ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება მაჩვენებლები ყველა სხვადასხვა სფეროში, როდესაც საქმე იმპორტსა და ექსპორტს ეხება. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელსაც ხელი 2018 წელს მოეწერა, ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ფორუმს ასევე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაში და ჩვენ გვსურს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც გამოვიყენოთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
Next: სააკაშვილი არ იცვლება, შეხედეთ მის განცხადებებს რა ტექსტებითსაუბრობს, ისევ იგივე დამოკიდებულებით, ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია ეს არისძალაუფლება, თორემ უარესს გააკეთებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.