Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ჰქვია

მარშალ პრესი 08/11/2025
david kartvelishvili

პარტია ” ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც ჩანს თუ რა სახის ინფორმაციას აწვდიდნენ ბრალდებული ოპოზიციონერები უცხოელ პარტნიორებს. ანალიტიკოსი ელენე ხოშტარიას ბრიფინგის კონკრეტულ მონაკვეთზე ამახვილებს ყურადღებად და აღნიშნავს, რომ სიტყვა “ფაილი”, როგორც ელენე ხოშტარია შეგროვებულ მასალასა და მტკიცებულებებზე საუბრობს, სპეც- სამსახურების ტერმინია და სხვა ამას არავინ იყენებს. “თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული… ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ.

გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები – მტკიცებულებას. ხალხი – უბრალოდ ფაქტებს, ამბებს. მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრომლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები – “ფაილებს”. ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზედ სპეციფიკურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას არ იყენებს. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია. ფაქტია – ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ჰქვია”,- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ
Next: „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.