Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა და გამამხნევებდა – ელენე დევიძე

მარშალ პრესი 08/11/2025
elene devidze

თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა. მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა და გაკვირვებით აღნიშნა, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც თელავში მის მიერ გამართულ პროტესტზე გვერდით მაინც დაუდგებოდა.

„ამ ღონისძიებაზე მოხვდი შემთხვევით, რაღაც სპონტანურად გადავწყვიტეთ ოჯახის წევრებმა იქ მისვლა და ჯერჯერობით მარტო ვიყავი, როდესაც შორიდან დავინახე, რომ ყაველაშვილი გამოდიოდა სიტყვით და მაშინვე გავემართე იმ სცენისკენ, რომ მე ვერ ავიტანდი უბრალოდ იმ ცინიზმს, რაც ხდება და რასაც იტანს კონკრეტულად თელავი და საზოგადოების ნაწილი. თელავში აღნიშნავენ ერეკლეს დაბადების დღეს, მაშინ როცა ერეკლე მოატყუეს თვითონ რუსებმა და ესენი მიყვებიან იმ რუსეთის გზას, რომელმაც ძალიან ბევრჯერ მოგვატყუა და ძალიან ბევრჯერ გადაგვაგდო და უბრალოდ სირცხვილია, ერეკლეს დაბადების დღეზე აღნიშნავდე რომ მიჰყვები იმ სიმართლეს, რომელსაც ეს ქვეყანა იმსახურებს. ესენი არ მიჰყვებიან სიმართლეს, ესენი მიყვებიან რუსეთის გზას, რაც ძალიან კარგად ვიცით და რაც ძალიან ცნობილია ჩვენთვის და საზოგადოებისთვისაც. უბრალოდ გარკვეული ნაწილი ინარჩუნებს იმ დუმილს, რაც მე დღეს ვნახე ჩემი თვალით. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა. ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომ ელემენტარულად გავამხნევებინე მაინც“- განაცხადა ელენე დევიძემ.

Post navigation

Previous: ბულგარეთის პარლამენტში ჯორჯ სოროსის გავლენის გამოსაძიებლად კომისიას ქმნიან
Next: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.