Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე

მარშალ პრესი 06/11/2025
irakli kobakhidze

ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო.

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, მნიშვნელოვანი თემა, რასთან დაკავშირებითაც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა. მივიღეთ ზოგადი დაპირება ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება სრული მხარდაჭერა, სრული ხელშეწყობა ამ მიმართულებით.

ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა. ამას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტრატეგიული ინტერესების რეალიზებისათვის, რაზეც ძალიან ღიად ვსაუბრობდით ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან. მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამაზე გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან, ასევე შანხაის მერთან. ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია, აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი
Next: ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.