Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მარშალ პრესი 06/11/2025
levan maxashvili

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ ის ხისტი ლექსიკა, რომლის საფუძველზეც არის შედგენილი ეს ანგარიში, არ ემსახურება ორმხრივ და გრძელვადიან დღის წესრიგს.

„რაც შეეხება, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონმდებლობას, აქ სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს. ახალ-ახალი სახელმწიფოები აპირებენ ამ კანონმდებლობის მიღებას. რაც შეეხება სხვა კანონებს, მათ შორის, ლგბტ თემთან დაკავშირებით, ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც ოჯახური ღირებულებების შესახებ, არასრულწლოვანების დაცვის შესახებ კანონით რეგულირდება, ეს კანონმდებლობა არავის წინააღმდეგ არ არის. ერთადერთი მიზანი, რომელიც ამ კანონმდებლობას აქვს არის ამ საკითხების პოპულარიზაციის ხელშეშლა, რომ არ მოხდეს პროპაგანდა ამ საკითხების გავრცელების.

ხისტი ლექსიკა, რომლის საფუძველზეც არის შედგენილი ეს ანგარიში, ბუნებრივია, ეს არ ემსახურება ორმხრივ გრძელვადიან დღის წესრიგს. იმედია თავად ევროკავშირიც გაიაზრებს, რომ ამ პროცესისთვის ხელოვნური, უსამართლო ბარიერების შექმნა არ ემსახურება არც მის ინტერესებს და ეს იქნებოდა მისი მხრიდან გეოპოლიტიკური შეცდომა“-განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Post navigation

Previous: მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე
Next: როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.