Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

მარშალ პრესი 05/11/2025
irakli kobakhidze

ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბობ მეიერთან ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, თუმცა არ გამოსდით, რაც ძალიან კარგია.

„ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან. ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს, აქედანაც ჩანს და მერე არც რცხვენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით
Next: ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.