Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 05/11/2025
4004

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილება. 

3 ნოემბერს, ვენაში გამართულ სემინარზე – „საარჩევნო კამპანიები და ციფრული გარემო“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ციფრულ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და რეკომენდაციები განიხილეს, მათ ერთმანეთს აღნიშნული მიმართებით არსებული კარგი პრაქტიკაც გაუზიარეს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებზე, არჩევნების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციებზე.

ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და უცხოელ კოლეგებს ესაუბრა. საუბარი შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ მზაობას, პროფესიულ ფორმატში არსებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესახებ. 

აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ეუთოს წევრი ქვეყნების საარჩევნო ექსპერტებმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

Post navigation

Previous: ჯაკო ჩარკვიანი თავად მივიდა პილიციაში დაკითხვაზე, არც ერთი წუთით არ დამალულა, კითხვები ისევ გვაქვს, რატომ დაურეკა შვილის ტოლ ( ნასვამ) ბიჭებს ამ ხელისუფლების მეხოტბე მანჩო გიორგობიანმა? – თაკო ჩარკვიანი
Next: პარლამენტის არჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია პოლიტიკურად მიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.