Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მარშალ პრესი 05/11/2025
tamta megrelishvili

მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ის დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და ამ პირებმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და მათ ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, ოპოზიციაში გაიცა ახალი დავალება მანანა გიორგობიანის დაკავება მის მიერ გეკა გელაძის მიმართ უხერხულ პოსტს დაუკავშირონ, თითქოს მისი შეურაცხყოფის გამო შური იძიეს მანანა გიორგობიანზე და ის შეგნებულად დააკავეს.

მეგრელიშვილის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და კანონი ყველა დონეზე უნდა იქნეს დაცული. „მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ის დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და ამ პირებმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და მათ ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

ოპოზიციისა და მათი იდეური მოკავშირეების პოსტები იმის შესახებ რომ მანანა გიორგობიანი “ქართული ოცნების” მომხრეა და ხელშეუხებელია ზემოაღნიშნული ფაქტით დაიმსხვრა. მათაც კი აღმოაჩინეს, რომ კანონი კანონია და ვრცელდება ყველაზე! და ოპოზიციაში გაიცა ახალი დავალება მანანა გიორგობიანის დაკავება მის მიერ გეკა გელაძის მიმართ უხერხულ პოსტს დაუკავშირონ , თითქოს მისი შეურაცხყოფის გამო შური იძიეს მანანა გიორგობიანზე და ის შეგნებულად დააკავეს. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და კანონი ყველა დონეზე უნდა იქნეს დაცული. ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი და მას ნურც საკუთარი თავის და ნურც სხვისი გამართლებისათვის პოლიტიკურ სარჩულს ნურავინ მიაკერებს.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!
Next: საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.