Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

მარშალ პრესი 05/11/2025
davit chikhelidze

როგორც ირკვევა, მანჩო გიორგობიანმა დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინა, ხოლო უკვე 4-ში კარგად აცნობიერებდა, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებოდა და დააკავებდნენ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახალი გეგმის განხორციელება, გეკა გელაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუტია, რათა საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მისი საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ეს იყო გაცილებით უფრო გააზრებული ნაბიჯი, ვიდრე ემოციური რეაქცია. მცდელობა, სამართლებრივი რეალობა პოლიტიკური იარლიყით დაეფარა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე, შესაბამისად, როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს. „როგორც ირკვევა, მანჩო გიორგობიანმა დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინა, ხოლო უკვე 4-ში კარგად აცნობიერებდა, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებოდა და დააკავებდნენ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახალი გეგმის განხორციელება, გეკა გელაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუტია, რათა საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მისი საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა.

ეს იყო გაცილებით უფრო გააზრებული ნაბიჯი, ვიდრე ემოციური რეაქცია. მცდელობა, სამართლებრივი რეალობა პოლიტიკური იარლიკით დაეფარა. დაკავებას პოსტებთან ან ემოციებთან საერთო არაფერი აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე. როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს. სამწუხაროა, რომ მანჩო გიორგობიანმა საკუთარ ახლობლებს ავნო, შვილის მეგობრებს დაურეკა, უთხრა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და დახმარება სთხოვა, რითაც მათაც გარია იმ ქაოსში, რომელიც თავად შექმნა. ქვეყანა ემოციებით კი არა, კანონებით იმართება. დანაშაული დანაშაულია და ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, რა ფორმით ცდილობს საკუთარი ქმედების გამართლებას.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის
Next: თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.