Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო, ნეგატიური, შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული

მარშალ პრესი 04/11/2025
sagareo

შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული, – ამის შესახებ ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ევროკომისიის მიერ გაფართოების პოლიტიკის თაობაზე გამოქვეყნებულ ანგარიშს.

განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის მიერ საქართველოში განვითარებული მოვლენების ტენდენციურად შეფასების თაობაზე.

“2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.

შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული.

სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის”,- ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ლი ციანი – საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს
Next: არ არის დეპრესიის დრო – ლევან გუბაზის ძე სანიკიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.