Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ადამიანმა სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასი

მარშალ პრესი 04/11/2025
archil gorduladze

ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნეთაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს, – ამის შესახებ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, კანონში ცვლილება ემსახურება როგორც კორუფციასთან ბრძოლას, ისე ხარჯების შემცირებასაც.

“ვხედავთ, რომ თითიდან გამოწოვილ ტყუილებს აჟღერებენ ხოლმე. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, გვინდა თუ არა, რომ ჩვენს საჯარო დაწესებულებაში ერთი და იგივე პირი სამ ადგილას “მუშაობდეს”. მაგრამ, კი არ მუშაობდეს, უბრალოდ გაფორმებული იყოს და მხოლოდ და მხოლოდ ხელფასს იღებდეს. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნეთაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს. თუ მაგალითად, კონკრეტული ადამიანი სამ სამსახურში მუშაობს, იმიტომ რომ მას არ ყოფნის შესაბამისი ხელფასი, სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები. მაგრამ, ამავდროულად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად იმაზე, რომ გვაქვს თუ არა გამონაკლისები, დიახ, გვაქვს გამონაკლისები. იმიტომ რომ არის დეფიციტური, მაგალითად აიტის თანამშრომელი ანალოგიურად არის და ძალიან ბევრია, რომლებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე საჯარო სკოლის მასწავლებლებზე როგორ ვრცელდება აღნიშნული ცვლილებები არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება.
„პირდაპირ, კანონშივე წერია, არავითარი გამონაკლისი ამას არ სჭირდება, არავითარი მთავრობის დადგენილებაში ჩახედვა არ სჭირდება, პირდაპირ წერია კანონში, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონის მეცამეტე მუხლში, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ თანხმობა დაწესებულების ხელმძღვანელებისგან,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ ბევრი უკრაინელი ვერ შეხვდება ამ ზამთარს! არასამშვიდობო პოლიტიკით, ბევრიც ვერ გადაიტანს ამ ზამთარს!
Next: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ბიუროკრატიის შემცირებას, მენეჯმენტის გამოსწორებას, ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას და მათ დაინტერესებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.