Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა

მარშალ პრესი 03/11/2025
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ გამოქვეყნებულ სიას ეხმაურება, სადაც „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილი მოხვდა და აღნიშნავს, რომ „საქართველოში 2025 წლის მონაცემები: ტელევიზია 50, რადიო 40 – 45, ბეჭდური მედია 25 – 40, ონლაინ პორტალი 150 – 250, “youtube” (პოდკასტები და სხვა).“ მისივე თქმით, „საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის “ონლაინ-პლატფორმა” დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად. რაც მთავარია, უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტია“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა, თუმცა სადაც “დიფ სთეითი”, სოროსის სინდიკატი და ჩრდილოვანი მმართველები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ტოტალურ კონტროლს, არაფერია გასაკვირი.

„მე არ ვიცი რა ხდება – ამერიკაში, უნგრეთში, სლოვაკეთში თუ ისრაელში, თუმცა საქართველოში 2025 წლის მონაცემები:
* ტელევიზია 50;
* რადიო 40 – 45;
* ბეჭდური მედია 25 – 40;
* ონლაინ პორტალი 150 – 250;
* “youtube”(პოდკასტები და სხვა) 100 + ;
საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის ტელე/რადიო პლატფორმის რეგისტრაცია სამართლებრივად უმარტივესია.
საქართველოში დღეს, ნებისმიერი ხასიათის “ონლაინ-პლატფორმა” დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც მთავარია, უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტია.
საქართველოში დღეს, ვისი ტელეფონის კამერის ფუნქციაც მუშაობს, ყველა ჟურნალისტად, ოპერატორად და რეპორტიორად იქცა სქესის, მრწამსის და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.
აქედან გამომდინარე – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ნამდვილად გასულან სამართლისა და ობიექტურობის საზღვრებს მიღმა, თუმცა სადაც “დიფ სთეითი”, სოროსის სინდიკატი და ჩრდილოვანი მმართველები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ტოტალურ კონტროლს, არაფერია გასაკვირი!
P.S.
გაუმარჯოს მშვიდობის, სიყვარულის, სიმდიდრისა და სიმართლის სამინისტროებს. ორუელისეული 1984-ის მადლი გფარავდეთ, სრულიად ლიბერალეთს.“ – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ნაცმარგინალები ზეიმობენ – გია აბაშიძე
Next: ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.