Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის სწორედაც რომ დაკვეთის შესრულება, რომ ამით ნიადაგი შეამზადონ დამსჯელი ზომებისთვის

მარშალ პრესი 03/11/2025
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ გამოქვეყნებულ სიას ეხმაურება, სადაც „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილი მოხვდა და აღნიშნავს, რომ „მათ მიერ შედგენილი “მედიის მიმტაცებელთა” სია, სადაც ელონ მასკსა და ვიქტორ ორბანთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანეს, არის სწორედაც რომ დაკვეთის შესრულება, რომ ამით ნიადაგი შეამზადონ დამსჯელი ზომებისთვის.“

ანალიტიკოსის შეფასებით, სწორედ 2012 წლის შემდეგ ჩაისუნთქა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სუნთქვაგადაკეტილმა მედიამ თავისუფლების ჰაერი. ზოგიერთმა იმდენად ღრმად, რომ დაუკრეფავში გავიდა.

„ორგანიზაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რეპორტიორები ჭკუის და სინდისის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ნებაყოფლობით უარი თქვეს იმ მისიის შესრულებაზე, რისთვისაც დაარსდნენ, და გადავიდნენ “deep state” და მსგავსი ძალების დაკვეთების შესრულებაზე. მათ მიერ შედგენილი “მედიის მიმტაცებელთა” სია, სადაც ელონ მასკსა და ვიქტორ ორბანთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანეს, არის სწორედაც რომ დაკვეთის შესრულება, რომ ამით ნიადაგი შეამზადონ დამსჯელი ზომებისთვის. არადა, ყველა კარგად ხედავს რომ სწორედ 2012 წლის შემდეგ ჩაისუნთქა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სუნთქვაგადაკეტილმა მედიამ თავისუფლების ჰაერი. ზოგიერთმა იმდენად ღრმად, რომ დაუკრეფავში გავიდა.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: “რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში
Next: ნაცმარგინალები ზეიმობენ – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.