გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი ღურჯუმელიძემ ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას რეგიონული განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას, დასაქმების ხელშეწყობასა და სოციალური პროგრამების გაფართოებას. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გურიის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. შეხვედრას სამივე მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.
