Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„დიფ სთეითის” მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა

მარშალ პრესი 03/11/2025
shatirishvili

ზოგადად, ცნობილია, რომ მათი [“დიფ სთეითის”] მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ვერ ახერხებენ ვირტუალური რეალობა – რეალობად წარმოაჩინონ, რასაც, მათ შორის, სწორედ ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს, ევრობიუროკრატია ყველაფერს აკეთებს ქართული საზოგადოების წყობიდან გამოსაყვანად, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

შათირიშვილს გერმანია იმის მაგალითად მოჰყავს, თუ რა ემართება ქვეყანას, როდესაც “დიფ სთეითიდან” იმართება, ამ მდგომარეობამდე გერმანიის სახელმწიფოს მისვლაში კი, მისი თქმით, დიდი როლი სწორედ მართულმა მედიამ შეასრულა.
ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რუსეთთან საომრად ამზადებენ.

„ამავდროულად, ყველა კარგად ვხედავთ რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მედიას და სახელმწიფოს სრულად აკონტროლებს „დიფ სთეითი“. ჩემს ერთ-ერთ წინა წერილში გერმანიის მაგალითი მოვიტანე, რომელსაც აქაც გავიმეორებ.

გერმანია საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც „დიფ სთეითისგან“ იმართები. ერთ დროს ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, მოწინავე ეკონომიკის ქვეყანას თავისი ხელით დაანგრევინეს ენერგეტიკა – ჯერ ატომური ელექტროსადგურები დაახურინეს და მათ ნაცვლად ქარის ელექტროსადგურები მოაწყობინეს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გაცილებით არაეფექტურია, შემდეგ კი თავად ათქმევინეს რუსეთისგან იაფი ენერგიის შესყიდვაზე უარი და მეტიც, ახლა, როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რუსეთთან საომრად ამზადებენ. გერმანია რომ აქამდე მივიდა ლომის წილი მიუძღვის იმას, რომ ამ ქვეყანაში მედია ტოტალურად იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ,” – ვკითხულობთ შათირიშვილს წერილში.

Post navigation

Previous: გრძელვადიანი ხედვის რეიტინგით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია
Next: „მედიის თავისუფლების მიმტაცებელთა“ სიაში ილონ მასკის გამოჩენა სულაც არაა შემთხვევითი – არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ „კოლბაში გამოყვანილი“ მილიარდერი, „დიფ სთეითის“ მიერ შექმნილი და მართული მინი-ოლიგარქია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.