IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ წარდგენილმა შედეგებმა აჩვენა, რომ ანჯეი დუდამ მეორე ტურში ხმების 50.4 % მიიღო, მისმა მეტოქემ, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი – 49.6 %.

ცნობისათვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 68.9% შეადგინა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება