Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უფალო შემინდე- ეს ლოცვა არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვცოდავ – დოროთე ყურაშვილი

მარშალ პრესი 02/11/2025
dorote

„მე რასაც ვაკეთებ, ღმერთო შემეწიე-მეთქი, არ ვამბობ, რატომ იცით? მე ვიცი, რომ ამას ქრისტე აკეთებს ჩემი ხელით, ქრისტე მაკეთებინებს, ვიცი და რასაც ქრისტე მაკეთებინებს, როგორ ვუთხრა დამეხმარეო? ის მაკეთებინებს“, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

როგორც არქიმანდრიტი ამბობს, ის შენდობის ლოცვასაც არ ამბობს, რადგან არ ცოდავს. „ლოცვა არის სამგვარი: თხოვნითი, მადლიერებითი და დიდებისმეტყველებითი. თხოვნა არის, უფალო შემიწყალე, შემეწიე და ეს მომეცი, ის მომეცი – ეს ლოცვა არ მაქვს.

შემინდეც არ მაქვს, იმიტომ, რომ არ ვცოდავ. მე მაქვს ლოცვა, რომელიც არის შემეცნებითი, სადაც არის კითხვა. ფსალმუნსაც რომ ვკითხულობ, შემეცნებით ვკითხულობ. დავჯდები და ამ დავითის ფსალმუნები ზეპირად ვიცი, შინაარსს ვკითხულობ და რატომ, იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა: „შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ“. ერთმა დამიწერა დღეს, რომ იესოს ლოცვას როგორ არ ლოცულობ, „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – ამისი ეშინია ეშმაკსო და მე დავუწერე, ეშმაკს არ ეშინია ლოცვის, ილოცე რამდენიც გინდა, არც ერთი ლოცვის არ ეშინია. ეშმაკს ეშინია, რომ შენ ქრისტე არ შეიცნო. ლოცვა კი არა, ქრისტე გააცანით და ის ჩამოწერილი ლოცვები მერე ვასწავლოთ მრევლს,“ – აღნიშნა დოროთე ყურაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი – რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!
Next: ჯერ არ გაუთიშიათ „აპარატიდან” ნაცები, „ახლები” და „ლელო”, მაგრამ ნინო ლომჯარიამ უკვე გააკეთა თავისი განაცხადი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.