Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება – საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი

მარშალ პრესი 02/11/2025
maka bochorishvili

ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობა აღარ მიიღოს.

„ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ამ პლატფორმას. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევრონესტის რეზოლუციებს, რომელთაგან ერთ-ერთში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „გაყალბებულად”, არჩეული ხელისუფლება კი „თვითგამოცხადებულად” არის მოხსენიებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებით გამოეხმაურა. „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის”, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა
Next: Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია – მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში, მაგრამ როდესაც აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.