Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

მარშალ პრესი 31/10/2025
irakli kobakhidze3

პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის შემდგომი განვითარება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

„პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ. ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის  მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას. მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის.

ბუნებრივია, ვალუტის სიმყარე არის ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილურად შენარჩუნების შედეგი. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ეკონომიკური ზრდის  და ამ ტემპების შენარჩუნების მნიშვნელობას. გვაქვს ახალი ინიციატივებიც, რომლებიც წაადგება მომავალში ეკონომიკის განვითარებას. გვაქვს ახალი, მსხვილი ინვესტიცია, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზე გადადის და ბუნებრივია, ესეც წაადგება ეკონომიკის ზრდას. მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს მომავალშიც ეკონომიკას და ეს იქნება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას
Next: საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.