Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 30/10/2025
5006

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობას. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივა.

„ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ყაზახეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: სალახანა ლატვიისგან, რომელმაც უკრაინის ომის შემდეგ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი გააოთხმაგა, არაფერი სასწავლი და მისათითებელი არ აქვს საქართველოს
Next: გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.